ვისაც გათხოვება გინდათ, შემეხმიანეთ - გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძე

„პრაიმ ჰაუსში“ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მონაწილეებმა აუტსაიდერები უკვე დაასახელეს, რამაც კიდევ არაერთი დაპირისპირება წარმოშვა. დაძაბულობის ფონზე სასიამოვნო ამბები მაინც ხდება.

რამდენიმე დღის წინ პროექტის ერთ-ერთ მონაწილეს, სალი კაპანაძეს ხელი სთხოვეს. იმის გათვალისწინებით, რომ სალი და გიორგი ნაზღაიძე დაპირისპირებულები არიან, გიორგის მისთვის არ მიულოცავს, თუმცა ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ვისაც გათხოვება გინდათ, შემეხმიანეთ“ - ნაზღაიძის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ფეისბუკ-მომხმარებლები წერენ, რომ სალის და მისი რჩეულის ურთიერთობის გაოფიციალურება გიორგის დამსახურებაა, რადგან ამ ორი მონაწილის დაპირისპირება პირად ცხოვრებას და სტატუსს უკავშირდება.

გიორგი ნაზღაიძე ამტკიცებდა, რომ შეყვარებული ოჯახის წევრი არ არის, საპირისპირო მოსაზრება ჰქონდა სალი კაპანაძეს. საბოლოოდ, გიორგიმ მოუწოდა მის შეყვარებულს, მისულიყო და სალისთვის ხელი ეთხოვა.

ასევე ნახეთ:

👉 ექიმი გინეკოლოგი, რომელიც სენაკსა და ოკუპირებული გალის საავადმყოფოში მუშაობდა, გარდაიცვალა

👉 VIDEO: პირველი კოცნა ანისა და გიორგის შორის - „პრაიმ ჰაუსში“ დიდი ამბებია

👉 VIDEO: რა ხდება თბილისში ძლიერი ქარის დროს - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

👉 VIDEO: „კარგად დაღეჭე, არ გადაგცდეს“ - კონკურენტების რეაქცია აუტსაიდერი ავთოს მუქარაზე