ჩავხტი ავტობუსიდან და მთელი ძალით გავიქეცი  - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წარსულში მომხდარ სახალისო ისტორიას იხსენებს, რითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის ზრდას გამოეხმაურა.

„ავტობუსში 3 სტუდენტი გოგო უბილეთობის გამო მაგრად შეჯორა კონტროლიორმა. შემდეგ გაჩერებაზე შემოწმება იქნება და სამივეს მიგაჯარიმებენო, მეტის ღირსები ხართო.

გული ჩამეწვა, არადა 1,3₾ მაქვს ქეშად სულ.

გაჩერდა ავტობუსი ბოლო გაჩერებაზე და ის დამჯარიმებლები დგანან, მაღალი და სუსტი ქალი და დავალი და მრგვალი კაცი. აკონტროლებენ ყველა კარს, თვალებით მსხვერპლს ეძებენ..

ჩავხტი ავტობუსიდან და მთელი ძალით გავიქეცი 

ორივე გამომეკიდა, გაჩერდი, გაჩერდი, თორემ პატრულში დავრეკავთო.
კაი 100 მეტრი სირბილის მერე გავჩერდი.
ქოშინებდა ორივე საწყლად. ბილეთი ვაჩვენე. ატრიალეს ხელში, მზეზე გახედეს, დასუნეს და გაკვირვებულებმა დამიბრუნეს  
სამივე გოგო უჯარიმოდ მივა დღეს სახლში  
პ.ს. არ ქონდათ და სცხვენოდათ, თორემ უნდა გადაეხადათ, ამაზე არ ვდაობთ!

ეს ამბავი 2019 წელს, ამ დღეს მოხდა.

მაშინ მგზავრობა 50 თეთრი ღირდა“,- წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.