არჩილ გორდულაძე: როგორც ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობის მეთაურს სჩვევია, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარსულისთვის, აწმყოსა და მომავლისთვის აქტუალურ საკითხებზე

არჩილ გორდულაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა შეაფასა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, კობახიძემ ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

„როგორც ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობის მეთაურს სჩვევია, ირაკლი კობახიძემ ყველა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოსთვის მისი წარსულისთვის, აწმყოსთვის დ მომავლისთვის. ეს არის უკვე ეკონომიკური ზრდის პირდაპირ გადასვლა თითოეული ადამიანის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, სადაც საქართველოს ჩართულობა აუცილებელია და საქართველოს ჩართულობის გარეშე ეს დერეფანი ვერ შედგება. ამავდროულად მშვიდობის აუცილებლობაზე, რომელიც ყველანაირი წინსვლის საფუძველია. ასევე ის, რომ ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი სხვა პარტნიორ და არაპარტნიორ ქვეყნებს და ურთიერთობა თანასწორობაზე დამოკიდებულებით უნდა იყოს.

მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა ჩვენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმების მიმართ, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ქვეყანა შევქმნათ, სადაც ყველას ცხოვრება თანასწორუფლებიანად შეეძლება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ასეთი ისტორიული გამოცდილება გვაქვს“, – განაცხადა გორდულაძემ.

✕