„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, აქამდე არსებული პროტესტი 2028 წელს აუცილებლად გადაიზრდება ელექტორალურ პროტესტში.
ბერდია სიჭინავას დაუსვეს კითხვა: რატომ შენელდა აქციების მუხტი, რატომ აღარ გამოდის აქციაზე ბევრი ხალხი?
„ხალხის პროტესტი არ გამქარალა, ეს შემიძლია ნამდვილად დაგიდასტრუროთ. ადამიანების გარკევულმა ნაწილმა ქუჩის პროტესტიდან გადაინაცვლა, ამ ყველაფერმა სხვა ფორმა მიიღო. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ პროტესტი, რომელიც აქამდე არსებობდა, 2028 წელს აუცილებლად გადაიზრდება ელექტორალურ პროტესტში“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.