ამინდი მკვეთრად იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1779378384
საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას ITB China-ზე ანსამბლი „რუსთავი“ წარმოადგენს
საქართველო ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლი „რუსთავი“ შანხაიში, გამოფენის გახსნის დღეს, სტუმრებს ქართულ ფოლკლორულ ცეკვებსა და სიმღერებს წარუდგენს.
გამოფენის მნიშვნელობაზე ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი, ია მაქაცარია საუბრობს:
„წელს საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის, ITB China-ს პარტნიორი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყნის კულტურული და ტურისტული პოტენციალის მასშტაბურად წარმოჩენას გულისხმობს. საქართველოსთვის გამოყოფილ სივრცეში ნაჩვენები იქნება ქვეყნის ტურისტული მრავალფეროვნება, ჩვენს კულტურულ სიმდიდრეს კი ITB China-ზე ანსამბლი „რუსთავი“ წარადგენს“.
შანხაიში, გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
გამოფენის ოფიციალური გახსნა საქართველოს სტენდთან მაღალი რანგის დელეგატების ვიზიტით დაიწყება. სამი დღის განმავლობაში ეროვნული სტენდის ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ.