2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატი

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 7 291.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 11.2 პროცენტით, ხოლო იმპორტმი 18 529.7 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს 11 238.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 3 107.9 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 2 843.8 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 2 688.5 მლნ. აშშ დოლარით.