,,ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება" - თბილისის მერიის განცხადება

მოძრაობა

4 აგვისტოდან რომელაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

,,ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა დასრულდა და ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც მოიხსნება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან აღდგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადგენილ მარშრუტებს დაუბრუნდება. კერძოდ, ავტობუსები: N317, N375 და N386 მოსახლეობას შეზღუდვამდე არსებული სქემით მოემსახურებიან", - ნათქვამია განცხადებაში. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: სტიქიის ზონიდან უკვე 40-მდე ადამიანი გამოიყვანეს - კადრები შოვიდან

„შოვი აღარ არის მორჩა, საშინელება ხდება...“ - ადგილობრივი შოვიდან

„ცოდვის ტირილია გალში... განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული ნათია“ - მკვლელობის ახალი დეტალები