„შოვი აღარ არის მორჩა, საშინელება ხდება...“ - ადგილობრივი შოვიდან

მეწყერი შოვში

რამდენიმე წუთის წინ ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ შოვში, მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა 16 ადამიანი მოიყოლა.  შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.

„შოვი აღარ არის მორჩა, საშინელება ხდება, სახლები და მანქანები ჩამოიტანა მეწყერმა...“, - ამბობს ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა. მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა.

"მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ ჩაგვიტანს ყველას, უამრავი ბავშვი და მოხუცია. შემოსაზღვრული ვართ, არანაირი გასავალი არაა. არის ორმეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო სანსეტ შოვი, სხვაგან რა ხდება არ ვიცი", - ამბობს ადგილობრივი.