პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ნათია ბახტაძის მკვლელობა დაადასტურა. 28 წლის ქალის გაუჩინარების საქმესთან კავშირში მყოფი ახალგაზრდა კაცი პირველ აგვისტოს დააკავეს.
დაკავებული, სავარაუდოდ, აფხაზი სპეცრაზმელია, რომელიც ბახტაძის ოჯახის ინფორმაციით, ქალს ცოლად შერთვას სთხოვდა და უარის შემთხვევაში ემუქრებოდა.
უწყება ამტკიცებს, რომ გოგო ოჩამჩირეში მცხოვრებმა აინარ ცვიჟბამ მოკლა.
„მოკლედ, საშინელი ტრაგედია და ცოდვის ტირილია გალში. ნათია ბახტაძის გამტაცებელმა აინარ ცვიჟბამ აღიარა, რომ გოგო ჯერ გაიტაცა, მერე თავისი "ლექსუსის" სალონში გაგუდა და მერე ვარდილჰეს-3-ის კასკადში ჩააგდო“,-წერს ლაშა ბერულავა.
ღმერთო რა სასტიკადაა მოკლული, საბრალო გოგო!“ , „გზა-კვალს უბნევდნენ გამოძიებას, ვითომ გაიქცა და ნადირმა დაგლიჯაო. ის ცხედარი სხვა გოგოსი აღმოჩნდა“, „საწყალი გოგო, ეს რა წავიკითხე, საშინელაბაა“,- წერენ კომენტარებში.
ოკუპირებული გალის ტელევიზიით, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიის ვარნილჰესში ეძებენ ნათიას ცხედარს. ამ წუთებში, ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ:
კარგი ამბავი! მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან
VIDEO: „გადავარჩინეთ პატარა ბავშვი...“ — კადრები შოვიდან
PHOTO: პირველი კადრები შოვიდან - მეწყერში მოყოლილის გადაღებულ კადრებს „მთის ამბები“ ავრცელებს
ყურადღება! შავი ზღვის წყლის ხარისხის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება