ქუჩები, სადაც 21 იანვარს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 21 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის I, II, III კვარტლების და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს, გამსახურდიას, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.