ხვალ შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 24 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ერწოს ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.