გაფრთხილება! წყალი 24 საათით შეწყდება

წყალმომარაგება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ 13 ივნისს, კომპანია სოფელ დიღომში, კვირაცხოვლისა და როსტევანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების გამო ხვალ, 13 ივნისს, დღის 12:00 საათიდან, 14 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სოფელ დიღომში:

მარშალ გელევანის გამზირს, გიორგი ბრწყინვალეს, გოგიაშვილის, ცხაკაიას, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრელიძის, თოფჩიშვილის, ბარონ დე ბაის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, სარაჯიშვილის, ათონელის, დიდგორის, ჩოლოყაშვილის, ხანცთელის, ფიროსმანის, ჭიაურელის, ანდრონიკაშვილის, ჩხიკვაძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, რჩეულიშვილის, თოფურიძის, გაბაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, იასამნის, ბაქრაძის, გოთუას, ლვოვის, ლომონოსოვის, ასათიანის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ალასანიას და მიმდებარე ქუჩებს. კარტოზიას, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს.

საბურთალოს რაიონში:

ქოშიგორას, ნოზაძის, ხელაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს და კერძო დასახლებებს

დიდუბის რაიონში:

აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის ნაწილს

გლდანის რაიონში:

ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს. 
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ,,რომ გადავიხედე, ეზოსთან მიცვალებული იყო..." - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

👉 ,,ჩვენი უსაყვარლესი ზურა ექიმი... დაუჯერებელია..." - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

👉 თბილისში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ახალგაზრდა კაცი

👉,,სიკვდილო, ვინ წაგვართვი?! არ დააცადე, ბედნიერი ყოფილიყო..." - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია