დიღმის მასივში გაზის მიწოდება ავარიულად შეწყდა - „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს

გაზი

დიღმის მასივში გაზის მიწოდება ავარიულად შეწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანია გაზმომარაგების მიწოდების დროს ასახელებს.

„გაცნობებთ, რომ დიღმის მასივში გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს, 11 ნოემბერს, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა იმ აბონენტებს, რომელთა მისამართებიც თავდაპირველად დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში იყო მითითებული.

კერძოდ, გაზმომარაგება შეუწყდა:

დიღმის მასივი, V კვარტალი:

კორპუსები: №1, №1ა, №2, №3, №4, №5, №5ა, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17, №18, №19, №20, №21, №22, №23, №24, №25ა და №25ბ, ასევე №17 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.

დიღმის მასივი, VI კვარტალი:

კორპუსები: №1, №2, №3, №4, №5, №5ა, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №18, №19, №20, №21, №22ა, №22ბ და №23.

ასევე, კორპუსი №24 (გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №31, VI კვარტლის მიმდებარედ, ნაკვეთი №029/017 - შპს „ნიუ გრუპის“ საცხოვრებელი კორპუსი).

ევგენი მიქელაძის ქუჩა:

ავტოსადგომის მიმდებარედ, ნაკვეთზე №19/1 მდებარე საცხოვრებელი კორპუსი.

ასევე, ევგენი მიქელაძის ქუჩის, აღმაშენებლის ხეივნისა და მიმდებარე ტერიტორიის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი.

გაზმომარაგება შეუწყდა:

- სმენადაქვეითებულ ბავშვთა საბავშვო ბაღს (ახმეტელის შესახვევი №2);

- №140 საჯარო სკოლას (დიღმის მასივი, V კვარტალი);

- ი/მ „გუგუშვილის“ ობიექტს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 12 ნოემბერს, 14:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.

გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვოთ.

გაზის სუნის შემთხვევაში დარეკეთ:

ცხელი ხაზი: +995 32 240 40 04

სწრაფი რეაგირების სამსახური: 114“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

✕