„ტრაგიკულად დაიღუპა ორი ახალგაზრდა“ - ბორჯომის მერი ავარიით დაღუპულების ოჯახს უსამძიმრებს

პოლიცია ლენტა

ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა, სადაც 4 ადამიანი იმყოფებოდა, წყალმზიდს შეეჯახა. დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. 

დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება ბორჯომის მერი, მამუკა გელაშვილი.

„ღრმა მწუხარებას გამოხატავ ხაშური-ოსიაურის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ბორჯომელი ახალგაზრდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ამ უმძიმეს წუთებში მთელი მუნიციპალიტეტი იზიარებს ამ დიდ ტკივილსა და დანაკლისს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელით, გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საზოგადოებას. ღმერთმა ძალა და სულიერი სიმტკიცე მისცეს მათ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს“, - წერს მამუკა გელაშვილი. 

✕