27 მარტს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

თელასი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 27 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, ზირაქიშვილის, დრანდის, ხევისპირის და ბერთუბნის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის და მირიან მეფის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, IV, VI კვარტლების, ზურაბ ანჯაფარიძის, ნუცუბიძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.