ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის თებერვალში გარკვეული სირთულეები და დაბრკოლებები ელოდება
1738480336
ლიგა 1-ის მე-20 ტურში „ბრესტის“ დამარცხების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ენრიკემ შეაქო უსმან დემბელე, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში („შტუტგარტთან“ და „ბრესტთან“) ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
რა თქვა ლუის ენრიკემ:
„დღევანდელი მატჩი მომეწონა, ორივე გუნდი გახსნილ ფეხბურთს თამაშობდა, „ბრესტის“ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაშინაც კი, როდესაც ორბურთიან უპირატესობას ფლობ.
შეტევის ხაზით კმაყოფილი ვარ, პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ სეზონის განმავლობაში აუცილებლად იქნება რთული მომენტები, როდესაც ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენონ. კრიტიკას ვიღებ და იმედი მაქვს, რომ ამ რიტმს შევინარჩუნებთ, მაგრამ ვიცი, რომ სეზონი გრძელია და ყოველთვის არის პიკური პერიოდები და ჩავარდნები.