ინდოეთში, მომლოცველებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი

ინდოეთი

დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში, მომლოცველებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 5 და დაშავდა 35 ადამიანი. ისინი ქალაქ დვარკას მოსალოცად მიემგზავრებოდნენ.

ავტობუსი თითქმის 11 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 35 დაშავებულიდან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულები არიან ავტობუსის მძღოლი, 3 მამაკაცი და 2 ქალი.

წყარო: