ჩრდილოეთ კორეა უცხოელი ტურისტებისთვის კურორტს ხსნის - რა ეღირება დასვენება

ჩრდ. კორეა

ჩრდილოეთ კორეა აპირებს გახსნას მეგაკურორტი უცხოელი ტურისტებისთვის. Express-ის ცნობით , ეს კურორტი ერთდროულად 10 000-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს.

Wonsan Kalma Beach თავის პირველ სტუმრებს, სავარაუდოდ, რუსეთიდან, 2025 წლის ივლისში მიიღებს. ფხენიანი უცხოელ ტურისტებს მშვიდობიან დასვენებას ეკოლოგიურად სუფთა ზონაში ჰპირდება.

ტურისტული ობიექტი შენდება 2018 წლიდან ქალაქ ვონსანთან, DPRK-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ხნის განმავლობაში მშენებლობამ არაერთი შეფერხება განიცადა და 2019 წელს ის გარკვეული დროით მთლიანად გაიყინა.

დღეს, რუსული ტურისტული სააგენტოების მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე აშენდა 17 დიდი სასტუმრო, 37 პატარა ჰოსტელი, 29 სავაჭრო ცენტრი და 35 საჯარო მომსახურების დაწესებულება.

რუსული სააგენტოების მიერ შემოთავაზებული ტურის პაკეტი მოიცავს „შვიდი ღამის გატარებას სრული კვებით, ფრენით და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას“. პაკეტის ღირებულება იქნება დაახლოებით $1750.

მიუხედავად იმისა, რომ კურორტი აეროპორტიდან გალავნის გასწვრივ მდებარეობს, ვლადივოსტოკიდან ვონსანში პირდაპირი ფრენები არ იქნება. მათ, ვინც გაბედავს დაისვენოს თანამედროვეობის ყველაზე ტოტალიტარულ ადგილას, ჯერ ფხენიანში მოუწევს ფრენა, იქიდან კი შიდა რეისით ვონსანში.