კვარა, ოსიმენი და სხვები - ვარსკვლავები, რომლებიც მუნდიალს დააკლდებიან

ვარსკვლავები

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად დასრულდა და ტურნირზე მონაწილე 48 გუნდის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა.  რა თქმა უნდა, მუნდიალზე მრავლად იქნებიან წარმოდგენილნი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, თუმცა არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დააკლდებიან, რაც ყველა გულშემატკივრისთვის სამწუხარო იქნება.

ასეთი ფეხბურთელების სია Goal.com-მა შეადგინა და ბუნებრივია, ამ მოთამაშეთა შორის საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.  

რას წერს Goal.com-ი ხვიჩაზე:

„საქართველო ევრო 2024-ის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია, თავისი თავბრუდამხვევი გარღვევებითა და დაუღალავი შრომით, მერვედფინალამდე მათი გზის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ. თუმცა, „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი მომავალ ზაფხულს თავისი ნიჭის დემონსტრირებას ყველაზე დიდ სცენაზე ვერ შეძლებს...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე