ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი 5:4 გაიმარჯვა და 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
პარიზელთა მხრიდან მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც 66-ე წუთზე დამატებაზე შეძლო „მონაკოს“ კარის აღება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა განვლილი მატჩი ადგილობრივ მედიასთან შეაჯამა.
„ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. გოლის გაშვებამდე ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მონაკო შეტევაში ძლიერი გუნდია და კონტრ-შეტევებზე კარგად ითამაშეს. სახიფათონი იყვნენ და გოლი გაიტანეს. თუმცა, ვფიქრობ მეორე ტაიმში კარგად დავბრუნდით. გოლი შესვენებამდე გავუშვით და მის შემდეგ, დაბრუნება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში კარგი სამუშაო გავწიეთ...“