ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულის საკითხს სასამართლო დღეს გადაწყვეტს

სუსი

 ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულის საკითხს სასამართლო დღეს გადაწყვეტს. ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიება განესაზღვრება.

სუსის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, დაკავებულმა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერაქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა. ვინაობის დაფარვის მცდელობის მიუხედავად სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს. დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ელის.