საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით - 1983 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 30 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.