ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება

ასტროლოგია

 2026 წლის მარტი ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშნისთვის მართლაც საბედისწერო და გარდამტეხი პერიოდი გახდება. უფრო კონკრეტულად, თვის მთავარი ფავორიტი თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები იქნებიან. სწორედ მათ უმზადებენ ვარსკვლავები მნიშვნელოვან საჩუქრებს, რომლებიც ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს - სიყვარულისა და ოჯახიდან დაწყებული, კარიერითა და შორეული მოგზაურობებით დასრულებული.

აქ საქმე უბრალოდ იღბალს არ ეხება - გადამწყვეტ როლს ძლიერი პლანეტარული კონფიგურაცია ასრულებს, რომელიც მოქმედებას მარტის პირველივე დღეებიდან დაიწყებს. მოვლენები 3 მარტს მთვარის დაბნელებით იწყება, რომელიც თხის რქის ჰოროსკოპის მეცხრე სახლში მოხდება. 

ეს სახლი დაკავშირებულია მსოფლმხედველობის გაფართოებასთან, განათლებასთან, მოგზაურობასთან და უცხო ქვეყნებთან. თუ თებერვლის მზის დაბნელება მხოლოდ პროცესების დაწყებას უწყობდა ხელს, 3 მარტის მთვარის დაბნელება უკვე შედეგების გამოკვეთასა და გარკვეული ეტაპების დასრულებას უზრუნველყოფს. თხის რქებს უცხოელებთან დაკავშირებულ საკითხებში - ვიზებთან, საზღვარგარეთის პასპორტებთან, მუდმივ საცხოვრებელ ნებართვასთან ან მოქალაქეობასთან მიმართებით დიდი წარმატება ელოდებათ. შესაძლებელია მიიღონ პასუხი უცხოელი დამსაქმებლისგან ან საზღვარგარეთ მცხოვრები კლიენტისგან, მოგვარდეს სხვა ქვეყანაში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ან საბოლოოდ ჩამოყალიბდეს საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება.

 დაბნელების გავლენის ქვეშ მოექცევა ასევე განათლება, დიპლომის დაცვა, პედაგოგიური საქმიანობა, იურიდიული თემები და სასამართლო პროცესების დასრულება. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი გარიგება და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა 20 მარტამდე გადადოთ, რადგან მერკური კვლავ რეტროგრადულ ფაზაში იმყოფება.

ამ პერიოდში ჯობს კონცენტრირდეთ ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაზე - მოსალოდნელია ამანათები და სიახლეები შორეული ნათესავებისგან, ასევე შესაძლებელია წიგნების ან სხვა მნიშვნელოვანი მასალების გამოქვეყნებაც.

იმავე დღეს, 3 მარტს, მარსი - ენერგიის, მოქმედებისა და ნების პლანეტა თხის რქის ჰოროსკოპის მესამე სახლში გადაინაცვლებს. ეს ცვლილება გაააქტიურებს ყოველდღიურ კომუნიკაციასა და ახლო გარემოცვას. მესამე სახლი დაკავშირებულია გადაადგილებასთან, ტრანსპორტთან, ავტომობილებთან, მივლინებებთან და და-ძმებთან ურთიერთობასთან. მარსის გავლენით თხის რქები მეტად გაბედულები გახდებიან - აღარ შეეშინდებათ დარეკვის, წერილის მიწერის, მნიშვნელოვანი შეხვედრების დანიშვნის ან მართვის მოწმობისა და სხვადასხვა სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარების. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა, ახალი მეზობლები, ნაცნობები და თანამოაზრეები გამოჩნდნენ...ვრცლად