საქართველოში ომიკრონის 253 შემთხვევაა დადასტურებული

ომიკრონი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის 235 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. 

მისი თქმით, ომიკრონის შიდა გავრცელება იწყება.

„დღეს დილის მონაცემებით დაფიქსირებული იყო "ომიკრონის" 159 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.

 

ასევე ნახეთ: 500-ლარიანი ერთჯერადი დახმარება მოსახლეობას – ვის ეხება მთავრობის ახალი ინიციატივა

 

დღეს კვლევაში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ნიმუში როგორც ჩვენთან, ისე ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიაში. იქიდან დაემატა კიდევ დღის განმავლობაში "ომიკრონის" 94 შემთხვევა. სულ ახლა გვაქვს "ომიკრონის" ლაბორატორიულად დადასტურებული 253 შემთხვევა.

ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 5 ადამიანს, აქედან სამს დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ თავისი თანმხლები დაავადების გამო და არა კოვიდის. უკვე გვაქვს კონტაქტირებულ ადამიანებში გავრცელება, ანუ შიდა გავრცელებაც იწყება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.