გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
იწყება ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირების, რომელიც დიდი ალბათობით, სწორედ, ახალი შტამით, „ომიკრონით“ არის გამოწვეული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ამიტომ გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა, პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარიული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ყველას სხვას ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ანუ ჩვენ ვიცრებით ქვეყნისთვის და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.