1762287599
საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.51%-ია
2022 წლის 4 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.87%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.84%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 945 609 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 906 708, გარდაიცვალა 14 041 პაციენტი.










