როგორ უნდა მოიქცეთ ვირუსის დადასტურების დროს, როდესაც 112-ს ვერ უკავშირდებით და ექიმიც არ გირეკავთ

ინფიცირებული

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო ინფიცირების მაჩვენებლები ჯერჯერობით ისევ მაღალია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რიცხვებმა დღიურად, შესაძლოა 30 ათასსაც კი გადააჭარბოს.

დიდი მიმართვიანობის გამო ზოგჯერ ექიმი პაციენტთან დაკავშირებას დროულად ვერ ახერხებს. 

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რა შეგიძლია გააკეთოთ მაშინ, როდესაც 112-ს ვერ უკავშირებით და ოჯახის ექიმიც არ რეკავს. 

"პირველ რიგში, ადამიანებმა 112-ზე უნდა დარეკონ, მაგრამ თუ ვერ ახერხებენ დარეკვას, მაშინ სპეციალურად შექმნილ საიტზე, https://er.moh.gov.ge/-ზე უნდა დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურად. გარდა ამისა, შეუძლიათ, დარეკონ 15 22-ზე.

როდესაც პაციენტი 112-ში რეკავს ან რეგისტრირდება er.moh.gov.ge-ზე, 48 საათის განმავლობაში კოვიდექიმი უნდა დაუკავშირდეს. თუ ამ დროის განმავლობაში ექიმი არ უკავშირდება, შემდეგ უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს 15 05-ზე. ჩვენ ვინიშნავთ მონაცემებს და გადავცემთ მათ, ვისაც უშუალოდ ეხება. 112-ში დარეკვისა და კოვიდექიმის მიმაგრების შემდეგ, პაციენტებს უფასოდ შეუძლიათ საჭირო ანალიზების გაკეთება, რომელზე მიმართვასაც აღნიშნული ექიმი გასცემს." - ამბობენ სამინისტროში. 

წყარო: mshoblebi.ge

 

ასევე ნახეთ - ეკონომიკის ახალი მინისტრის წარდგენა