რატომ იკლო ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელმა - თამარ გაბუნიას განმარტება

კორონა

საქართველოში 18 იანვარს კორონავირუსის ყველაზე მეტი, 7 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი შედარებით მცირეა.

გარდაცვლილთა ნაკლებ რაოდენობაზე თამარ გაბუნია საუბრობს და ამის რამდენიმე მიზეზს განმარტავს.

„ამის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე. გარდაცვალების კლება ან მატება აღინიშნება ინფიცირების შემთხვევების მატების ან კლებიდან 2-3 კვირის დაგვიანებით. როდესაც ჩვენ დეკემბრის ბოლოს გვქონდა შედარებით დაბალი მაჩვენებლები, დღეს ამისი გამოხატულებაა ის, რომ გარდაცვალების მცირე შემთხვევები ფიქსირდება.

ასევე, დღეს შემთხვევების რაოდენობის მატებასთან ერთად ჰოსპიტლებში არ იზრდება რეანიმაციის განყოფილებაში მყოფი პირების რაოდენობა. ამისი მიზეზი შეიძლება იყოს ვაქცინირებულების გარკვეული ფენა, რომელიც ქვეყანაში უკვე შეიქმნა, რაც დაცვის საშუალებას იძლევა და ასევე „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, თუმცა მაინც სპეციალისტები მოგვიწოდებენ, რომ ნუ გავთამამდებით. „ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად, თუ პირი არის ვაქცინირებული, თუმცა თუ მას სხვა თანმხლები დაავადება აქვს, მაინც სიფრთხილეა საჭირო“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.