„ომიკრონის თაობაზე ძალიან კარგი ამბებია, იმაზე ბევრად კარგი, ვიდრე აქამდე გვქონია“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმი

„ომიკრონის თაობაზე ძალიან კარგი ამბებია, იმაზე ბევრად კარგი, ვიდრე აქამდე გვქონია“, - ამის შესახებ ონკოლოგმა, გიორგი ღოღობერიძემ, ჯორჯიან თაიმსის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ომიკრონ ვარიანტი სწრაფად ვრცელდება, თუმცა ის მძიმედ არ მიმდინარეობს.

„მიუხედავად ამ დიდი გავრცელებისა, ომიკრონით ინფიცირებული, კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების სიმპტომატიკაც მსუბუქია. ვინც მოხდება კლინიკაში, ისიც მცირე ხანს ყოვნდება. ასევე გარდაცვლილთა რიცხვიც მიუხედავად, ასეთი რეკორდული ზრდისა, მკვეთრად  ნაკლებია, ვიდრე წინა შემთხვევებში იყო“,- აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.