ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
„რა სულელი ნაბიჭვარია“ - ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა FOX NEWS-ის ჟურნალისტს, რომელიც პრესკონფერენციის დასრულების დროს მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა.
FOX NEWS-ის თეთრი სახლის კორესპონდენტი ბაიდენს კითხვას ინფლაციის შესახებ უსვამდა.
„ინფლაციაზე კითხვას უპასუხებთ? იქნება თუ არა ინფლაცია თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა შუალედურ არჩევნებზე?“ - იკითხა ჟურნალისტმა, როდესაც მედიის სხვა წარმომადგენლები დარბაზის დასატოვებლად ემზადებოდნენ.
„დიდებული აქტივია... მეტი ინფლაცია... რა სულელი ნაბიჭვარია“ - ისმის ვიდეოში. უცნობია, იცოდა თუ არა ბაიდენმა, რომ მისი ხმა ისმოდა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ბაიდენმა ამ სიტყვების შემდეგ მას მოსაბოდიშებლად დაურეკა. „არაფერი პირადული, მეგობარო“, - ჟურნალისტის თქმით, უთხრა მოკლე საუბარში პრეზიდენტმა.