1740337798
თბილისში კორონავირუსის 8 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება - ნახეთ რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 15 ათასს გადააჭარბა. აქედან 8 ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
ნახეთ, როგორ არის გადანაწილებული ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოს სხვა რეგიონებში:
თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.
ცნობისთვის, 25 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 15 762 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 21.24%-ია.