ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას შესაძლებელია ჰოსპიტალიზებულთა და ასევე ლეტალობის მატება მოჰყვეს - ჩხაიძე

ivane chxaidze

სპეციალისტები ქვეყანაში, ინფიცირებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობის მკვეთრად გაზრდას და „ომიკრონის“ მასობრივად გავრცელებას ელოდებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვარაუდით, პიკს თებერვლის პირველ რიცხვებში მივაღწევთ, დღიურად კი 60 000-მდე შემთხვევაა მოსალოდნელი.

„შემთხვევების მატება არის ძალიან სერიოზული და სრულიად არაპროგნოზირებადი. ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას შესაძლებელია არა ძალიან მკვეთრად გამოხატული, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის მატება და შესაძლებელია ასევე ლეტალობის მატება მოჰყვეს საქართველოში. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი პირველი საზრუნავი ძალიან დიდი რაოდენობით ინფიცირებული ადამიანი იქნება“, - აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე.

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხევევების რაოდენობა 1000-ს უახლოვდება.