ტრამპის განცხადებით, ის ირანთან ომს არ ნანობს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ზეგავლენა ექნება მას შუალედურ არჩევნებზე​

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომმა შესაძლოა ნოემბერში დაგეგმილ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე გავლენა იქონიოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"მე არ მჯერა სიტყვა "სინანულის". ყოველთვის შეიძლება ცოტაოდენი ეჭვი შეგეპაროს საკუთარ თავში“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის წამყვან ლორა ინგრემთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა კითხვას, ნანობს თუ არა ირანთან ომს, იმის გათვალისწინებით, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნებზე.

"ეს ყველაფერი თავიდან რომ მქონდეს გასაკეთებელი, ზუსტად ისე მოვიქცეოდი, როგორც მოვიქეცი“, - განაცხადა ტრამპმა.

მედიის ცნობით, ტრამპმა უარყო მოსაზრებები იმის შესახებ, თითქოს მისი ზოგიერთი მხარდამჭერი ომის გამო განაწყენებული და დემორალიზებულია.

"არა მგონია, რომ ისინი დემორალიზებულები იყვნენ. ვფიქრობ, ისინი ძალიან ამაყობენ იმით, რომ მე ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ ვაძლევ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.

"ის არჩევნების დასრულებისთანავე მორჩება," - განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.