„დელტაკრონი“ - მსოფლიოს კვიპროსიდან მორიგი ჰიბრიდული შტამი ემუქრება

deltakromi

„დოიჩე ველე“​ - ს ინფორმაციით, კვიპროსზე 25 პაციენტის ანალიზში, ახალი შტამი გამოვლინდა. მეცნიერებმა მას „დელტასა“ და „ომიკრონის“ ე.წ. ჰიბრიდი უწოდეს „დელტაკრონი“ უწოდეს.

კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა კათედრის თანამშრომლის, ​ლეონტიოს კოსტრიკისის თქმით, კორონავირუსის ახალ ვარიანტს 10 ტიპის მუტაცია აქვს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „ომიკრონში“ იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი „გენეტიკური საფუძველი“ „დელტა“ ვარიანტსაც აქვს.

პროფესორ კოსტრიკისის თქმით, საუბარი ჯერ ნაადრევია „დელტაკრონის“ ინფექციურობის ხარისხსა და იმაზე, რომ შესაძლოა, მან „ომიკრონი“ ჩაანაცვლოს.