1740372372
ამირან გამყრელიძე: ჩვენი გათვლებით შემთხვევების დაახლოებით 90% „ომიკრონს“ უკავშირდება

„ომიკრონის“ ცირკულაცია მომატებულია ქვეყანაში - ჩვენი გათვლებით დაახლოებით 90% უკვე გახლავთ „ომიკრონი“ , რაც ცირკულირებს ყველა დადებით შემთხვევაში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ასევე მოგეხსენებათ არის „ომიკრონის“ 1 ქვეშტამი: პირველი, რომელმაც დაიწყო ცირკულირება გასული წლის ნოემბერში - BA.1 და შემდგომ გაჩნდა მეორე - BA.2. ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია. მეორე შტამს კიდევ უფრო სწრაფი გადამდებლობა ახასიათებს და დიდი ალბათობით, სწრაფი აღმავალი ტალღა შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.