პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ომიკრონის“ მეორე ტალღა ევროპასა და საქართველოში ივნის-ივლისში მოსალოდნელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.
„კარგი ამბავი არის ის, რომ ჯერჯერობით, ვინც ინფიცირდა „ომიკრონით“, იმათში რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ. ჯერჯერობით მხოლოდ სამი თვეა ცირკულირებს ეს შტამი. კოლეგები ვარაუდობენ, რომ გადატანის შემდეგ, მისგან დაცულობა იქნება 4-5 თვე, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ „ომიკრონის“ მეორე ტალღა იქნება ალბათ ივნის-ივლისში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. ვნახოთ, როგორ იქნება, ახალი ვარიანტია და მისი მუტაცია არ ჩერდება. პრაქტიკულად, ვირუსების ომი მიმდინარეობს, თუ რომელი მოიპოვებს მონოპოლიას დედამიწაზე“, - აცხადებს ფხაკაძე.