Tik-Tok-ის დამფუძნებელი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1737233070
„ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში პანდემიას ბოლო შეიძლება მოუღოს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
„საკმაოდ შესაძლებელია, რომ რეგიონი პანდემიის ერთგვარი დასასრულისკენ მიდის“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
მისი თქმით, „ომიკრონმა“ მარტისთვის ევროპის რეგიონის მოსახლეობის 60% შეიძლება დააინფიციროს.
„როგორც კი „ომიკრონი“ შტამის ამჟამინდელი ტალღა შემცირდება, კვირებისა და თვეების განმავლობაში გლობალური იმუნიტეტი გაჩნდება, ან ვაქცინის წყალობით, ან იმის გამო, რომ ადამიანებს ინფიცირების შემდგომი იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ. ასე რომ, ჩვენ მოველით, რომ სიმშვიდის პერიოდი გვექნება. წლის ბოლოსთვის კორონავირუსი შეიძლება დაბრუნდეს, თუმცა ეს აუცილებლად პანდემიის დაბრუნებას არ ნიშნავს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.