24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 685 ადამიანი აიცრა

ვაქცინაცია

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 685-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 656 703 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 051 445 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 962 035, გარდაიცვალა 14 701 პაციენტი.