ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში მარტის ბოლომდე, შესაძლოა, იღბალი შემოიჭრას - ეზოტერიკოსი ასახელებს

ზოდიაქოს ნიშნები

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი ზოდიაქოს 3 ნიშანს ასახელებს, რომელთა ცხოვრებაშიც მარტის ბოლომდე, შესაძლოა, იღბალი შემოიჭრას. 

„მარტის ბოლომდე იღბალი შესაძლოა შემოიჭრას ზოდიაქოს სამი ნიშნის ცხოვრებაში  
თუ ბოლო დროს გეჩვენებოდათ, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო, იღბალი კი თითქოს გაქრა - სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. მარტის ბოლოს ენერგია შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის და ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ეს პერიოდი შესაძლოა ცვლილებების ნამდვილ სტარტად იქცეს. სწორედ მათთან შეიძლება მოვიდეს იღბალი ყველაზე სწრაფად.
  მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი პირობა: ბედნიერება იქ მოდის, სადაც მისი მიღებისთვის მზად არიან.
ზოგჯერ დიდი ნახტომისთვის სულ ცოტაა საჭირო:
- შეწყვიტოთ საკუთარ თავში ეჭვის შეტანა;
- გამოიჩინოთ ინიციატივა;
- გადადგათ პირველი ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ.
  მარტის ბოლომდე მძლავრი იმპულსი შეიძლება მიიღონ:
  თევზებმა
  მერწყულებმა
  მორიელებმა
სწორედ ამ ნიშნებისთვის იხსნება შანსი, სწრაფად შეცვალონ სიტუაცია თავის სასარგებლოდ",- წერს იოსელიანი.