ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვარში დიდი გამარჯვება და წარმატება ელოდება
1767778169
ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ, მხარი დაუჭირა მთავრობის შეთავაზებას, რომელიც ზრდასრული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას ითვალისწინებს. ხმები 137 ხმით 33-ის წინააღმდეგ გადანაწილდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტს პარლამენტის ზედა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება, რის შემდეგაც მას ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს ხელს.
კანონი, 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება. ამასთან, არავაქცინირებულ მოქალაქეებს მარტის შუა რიცხვებიდან 3 600-მდე ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
სავალდებულო ვაქცინაციის წესი, სავარაუდოდ, 2024 წლამდე დარჩება ძალაში.