გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ნებისმიერი ბიზნესმენი გააჩერეთ ქუჩაში და ჰკითხეთ, ამ 10 წლის განმავლობაში მისმა ბიზნესმა, მისმა კომპანიამ წინ წაიწია თუ არა, მიიღებთ პასუხს კი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა.
მისი თქმით, მაკრო ეკონომიკური პარამეტრები არის ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა, ქვეყანა მიდის წინ.
„ნებისმიერ ხელისუფალს, ნებისმიერ სახელმწიფოში, ოთხი ძირითადი საკითხია, რაც აქვს საზრუნავი. ეს არის - სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, დემოკრატია, თუ დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია და რა თქმა უნდა, ეკონომიკა. ეკონომიკა, ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც მოაქვს კეთილდღეობა. მთავარი საზრუნავი არის მოქალაქეების კეთილდღეობა. სუვერენიტეტი ჩვენ გვაქვს. არის ერები, რომლებსაც არ აქვთ. ჩვენ გვაქვს. ხელყოფილია, შეზღუდულია, დღეს პრობლემა აქვს სუვერენიტეტს, მაგრამ გვაქვს. უსაფრთხოების პრობლემა გვაქვს, მუდმივი. არის ქვეყნები, რომლებსაც სუვერენიტეტის პრობლემა არასდროს დაუდგება, ამერიკას არასდროს დაუდგება, ჯარით ატლანტიკას არავის გადალახავს, მაგრამ უსაფრთხოებაზე ისიც ზრუნავს. რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ამერიკის უსაფრთხოებაზე საუბარი, იმიტომ რომ ამერიკა ზრუნავს უსაფრთხოებაზე ასეთნაირად. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. ამას უნდა ვემუშაოთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი, რომ ჩვენ არ დავზიანდეთ იმ მეთოდებში, იმ ინსტრუმენტებში, რის გამოყენებასაც ისინი აპირებენ.
დემოკრატია, ეს არის უბრალოდ შეთანხმება, როგორ ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. ვიღაც ცხოვრობს ავტოკრატიულად, ვიღაც ცხოვრობს მონარქიულად, მაგრამ ცხოვრობენ. ასე უნდათ იმათ. ჩინეთს უნდა, რომ ასე იცხოვროს, კომუნისტური რეჟიმი ჰყავდეს, ასე გამდიდრდა ეს ხალხი, მაგრამ მათ ასე უნდათ. ჩვენ დემოკრატია გვინდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის ეკონომიკის ასაყვავებლად, რომ ხალხისთვის კეთილდღეობა იყოს. ეს არის მთავარი საკითხი.
რაც შეეხება ეკონომიკას, 30 წლის განმავლობაში 10-12 წელი უწყვეტი მშვიდობა ჩვენ არ გვქონია. ნებისმიერი ბიზნესმენი გააჩერეთ ქუჩაში და ჰკითხეთ, ამ 10 წლის განმავლობაში მისმა ბიზნესმა, მისმა კომპანიამ წინ წაიწია თუ არა. მიიღებთ პასუხს - კი. უდავოდ ასე მოხდა. ქვეყანაში მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. მაკრო ეკონომიკური პარამეტრები არის ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა. ინფლაცია დაბალი, უმუშევრობა დაბალი. ეს პარამეტრები კარგია. საგადასახადო ბალანსი კარგია, სხვაობა, სალდო ექსპორტსა და იმპორტს შორის უმჯობესდება ყოველ წელს. ანუ, ყველა პარამეტრი არის კარგი. ბიზნესს არ გართმევენ. ჩვენი ქვეყანა მოსწონს ყველას. კი ვართ უცნაური ხალხი, მაგრამ ამ უცნაურობის გამო მოვწონვართ. ვინც ჩამოდის, უკან აღარ მიდის, რჩება. ხომ ხედავთ ქუჩაში რა ხდება, რამდენი ავტომობილი გადაადგილდება, რა ფასის ავტომობილები გადაადგილდება, რამდენი სახლი შენდება და როგორ იყიდება, წამებში. ქვეყანა მიდის წინ“, - აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.