პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენთვის, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წვლილის შემტანი ჩენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე, ჩემი დავალებით ეს პროგრამა უკვე გაკეთებულია, გამზადებულია, ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე ხანში წარვუდგენთ უკვე კონკრეტულ გეგმას, როგორც არსებული ლოკაციების, ასევე ახალი ლოკაციების განვითარებას შეეხება აღნიშნული პროგრამა და მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას, მათ შორის არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 200 მლნ ლარს, 200 მლნ ლარი გამოიყოფა ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 170 მლნ ლარი.
„თბილისში ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 170 მლნ ლარი. ასევე ჩვენ 30 მლნ ლარით გავუზარდეთ ბატონი ირაკლი ქარსელაძის უწყებას ბიუჯეტი. კულტურისა და სპორტის მიმართულებით გამოიყოფა 55 მილიონი ლარი და ასევე ჩვენს საამაყო პოლიციას დავუმატეთ 35 მლნ ლარი. ესაა ძირითადი მიმართულებები, რაზეც გადანაწილდება ახალი ბიუჯეტი და დამატებითი რესურსი, რომელიც ჩვენ გამოვნახეთ 660 მლნ ლარის ოდენობით. რა თქმა უნდა, მოთხოვნები გაცილებით მეტი იყო, სამინისტროებს ჰქონდათ კონკრეტული გეგმები წარმოდგენილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ასე ჩავთვალეთ, რომ ეს არის ის აუცილებლად გასაკეთებელი და დასაფინანსებელი პროექტები და პროგრამები, რომელიც წაადგება ჩვენს ქვეყანას და ზოგადად ჩვენს ხალხს,“- აღნიშნა პრემიერმა.