„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
"არქი" ბიზნეს პარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს "გრანდ ავენიუს" ბიზნეს პარტნიორებს, მათ შორის, ცნობილ სპორტსმენ გიორგი მამარდაშვილს, კომპანიაში წილი 1 ლარად გადაეცათ და მათ ინვესტიციის ვალდებულება არ აქვთ, რაც არ შეესაბამება რეალობას. სიმბოლურად, 1 ლარად დარეგისტრირებული წილი არ წარმოადგენს ინვესტიციის მოცულობას, ეს არის მიღებული სამართლებრივი ფორმა, რომელიც კომპანიის დაფუძნებისას გამოიყენება და რომლის მიხედვითაც ყველა პარტნიორს წილი ერთნაირი პირობით აქვს მიღებული, მათ შორის თორნიკე შენგელიას, ზაზა ფაჩულიას კომპანიას და სხვა მეწილეებს.
თითოეულ პარტნიორს აქვს აღებული ვალდებულება, პროექტში განახორციელოს მრავალმილიონიანი ინვესტიცია საკუთარი წილის პროპორციულად, საჭიროებებიდან გამომდინარე. განცხადება, თითქოს რომელიმე პარტნიორის სრული ინვესტიცია მხოლოდ "1 ლარია", მიზანმიმართული მანიპულაციაა, რასაც საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მამარდაშვილმა "არქის" "გრანდ ავენიუს" პროექტში ინვესტიცია განახორციელა.