ზოგიერთი ფერი ენერგიას გაცლით... - ფერები დაბადების რიცხვის მიხედვით

ტანსაცმელი

ნუმეროლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის დაბადების თარიღი გავლენას გარდერობზეც და იქ განთავსებული ტანსაცმლის ფერებზეც.  გამოცემა The Times of India-მ განმარტა, თუ რომელი ფერები ითვლება არახელსაყრელად სხვადასხვა რიცხვებში დაბადებული ადამიანებისთვის.

1, 10, 19 ან 28 რიცხვში დაბადებულები -  ეს თარიღები მზის გავლენაში იმყოფებიან. მათთვის მთავარ უიღბლო ფერებად შავი და ნაცრისფერი დასახელდა. აღინიშნება, რომ ასეთ ტანსაცმელს შეუძლია ჩაახშოს ბუნებრივი მზის ენერგია, შეასუსტოს ქარიზმა და თავდაჯერებულობა.

2, 11, 20 ან 29 რიცხვში დაბადებულები - ამ დღეებში დაბადებული ადამიანების ცხოვრებას მთვარე მართავს. მათ ურჩევენ, გარდერობიდან გამორიცხონ შავი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი ფერები. ამ ღრმა, მუქ ფერებს შეუძლიათ ფსიქოლოგიური ზეწოლის შექმნა, ემოციური მდგომარეობის დესტაბილიზაცია და სტრესის პროვოცირება.

3, 12, 21 ან 30 რიცხვში დაბადებულები - თარიღების ეს ჯგუფი იუპიტერის გავლენის ქვეშ იმყოფება. ყოველდღიური ტანსაცმლის შერჩევისას, მოერიდეთ თეთრ, კრემისფერ, ვერცხლისფერ და შავ ფერებს. ვინაიდან ისინი არ შეესაბამებიან ამ თარიღების ენერგეტიკულ დონეს, მათმა ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს დათრგუნვისა და მოტივაციის დაკარგვის შეგრძნება.

4, 13, 22 ან 31 რიცხვში დაბადებულები - ადამიანებს, რომლებიც ამ დღეებში აღნიშნავენ დაბადების დღეს,  ურჩევენ, უკიდურესად ფრთხილად იყვნენ გარდერობში თეთრი, ვერცხლისფერი, წითელი და ყვითელი ფერების გამოყენებისას. ამ წესის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს მომატებული შფოთვა და დეპრესიული მდგომარეობა.

5, 14 ან 23 რიცხვში დაბადებულები - ეს თარიღები მერკურთან არის დაკავშირებული. ამ ციფრების წარმომადგენლებს საკმაოდ მგრძნობიარე ენერგეტიკა აქვთ, ამიტომ მათ თავი უნდა შეიკავონ შავი, მუქი ლურჯი და მუქი ნაცრისფერი ფერებისგან. მათ შეუძლიათ ადამიანს ძალა გამოაცალონ, ნაკლებად ენერგიული გახადონ და შინაგანი დაბნეულობის გრძნობა გამოიწვიონ.

6, 15 ან 24 რიცხვში დაბადებულები - ამ თარიღების მფარველია ვენერა, რომელიც განასახიერებს სილამაზეს, ფუფუნებასა და სიყვარულს. მათთვის არახელსაყრელია შავი, იასამნისფერი, მუქი ნაცრისფერი და მუქი ყავისფერი ფერები. ისინი ხელს უშლიან სიყვარულის ენერგიის გაძლიერებასა და თავისუფლად გამოვლენას.

7, 16 ან 25 რიცხვში დაბადებულები - ამ თარიღებში დაბადებულებს ასტროლოგები  აფრთხილებენ, რომ მოერიდონ  ყავისფერ, ნაცრისფერ და ლურჯ ფერებს. ამ თარიღების წარმომადგენლებს ესაჭიროებათ ცხოვრებისეული სიმკვეთრე და გამჭვირვალობა, ხოლო აღნიშნული ელფერები ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნიან მათ სულიერ გზაზე.

8, 17 ან 26 რიცხვში დაბადებულები - ეს ჯგუფი სატურნის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება. მათთვის არ არის რეკომენდებული თეთრი, ნაზი ყვითელი და წითელი ფერების შერჩევა. სწორედ ამ ფერებს შეუძლიათ გამოიწვიონ გაღიზიანების, ბრაზის აფეთქებები და გააძლიერონ შფოთვის შეგრძნება.

9, 18 ან 27 რიცხვში დაბადებულები - ამ დღეებში დაბადებულები მარსის ენერგიას ემორჩილებიან. მათთვის ტაბუდადებული ფერებია შავი, ნაცრისფერი და ლურჯი. მათი ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში დადებით შედეგს არ მოიტანს, არამედ პირიქით, გააძლიერებს აგრესიას, გაღიზიანებადობას და სტრესის საერთო დონეს.