ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
საუკეთესო მამები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, განსხვავებულები არიან, მაგრამ ყველა თავისებურად მშვენიერია. ზოგი სათამაშოებითა და ყურადღებით ანებივრებს შვილებს, ზოგი კი სუპერგმირის როლს ირგებს და დაუღალავად ზრუნავს მათთვის.
კირჩხიბი
მამაკაცი კირჩხიბი ოჯახისთვის ციდან მთვარეს ჩამოხსნის. თუ დასჭირდა, ცოლის ნაცვლად დეკრეტულ შვებულებაშიც წავა. ბავშვები მისი ყველაზე დიდი სისუსტეა, შვილების გამო კირჩხიბი მამა კვირაში შვიდი დღე დაუღალავად იმუშავებს. ის გაივლის ბავშვის აღზრდის ყველა ეტაპს - ჩვილობიდან მოზარდობის ასაკამდე. ნამდვილი ჯადოქარი კირჩხიბი მამა პატარებთან ერთად ერთი ხელით ქვიშისგან სააღდგომო ნამცხვრებს მოამზადებს, მეორით კი ფაფებს მოხარშავს. ის არასოდეს დაიღლება და სამსახურიდან დაბრუნებულ ცოლზეც იზრუნებს და გემრიელ ხემსს მოუმზადებს. კირჩხიბი მამა არის ის, ვინც მთელ ოჯახს ერთ მაგიდასთან მოაგროვებს და ყველას ბედნიერად აგრძნობინებს თავს.
ლომი
ლომი მამაკაცი გულუხვი და მეგობარი მამაა. მისი შვილი შეიძლება არასდროს ითხოვდეს სათამაშოებს, მაგრამ მიიღებს ყველაფერს, თანაც ერთდროულად და ორმაგი ზომით. ლომი მამა მუდამ იქნება იქ, სადაც საჭიროა და ყველას გააგებინებს, ვინ არის მისი შვილი და რა მსხვერპლის გაღება შეუძლია მისი ბედნიერებისთვის.
კურო
კურო მამა არასოდეს უყვირის შვილს, მაშინაც კი, თუ ბავშვმა ახალ შპალერზე საღებავით დახატა. მაშინ, როცა სხვები მოთმინებიდან ადვილად გამოდიან, კურო ყველაფერს სიმშვიდით შეხვდება და თვალსაც არ დაახამხამებს. ის ჩუმად და წყნარად აუხსნის შვილს რა ზიანი მოაქვს მის მიუღებელ ქცევას, როგორ უნდა გაიმარჯვოს მიუღებელ ქცევაზე პოზიტიური დისციპლინით და როგორ უნდა სცეს პატივი გარემოს, სადაც ცხოვრობს.კუროს ნერვული სისტემა ნებისმიერ გამოწვევას გაუძლებს, ამიტომაც მისი მოთმინება გინესის რეკორდების წიგნში შეიძლება შევიდეს.
თხის რქა
თხის რქა არის მამა, რომელიც შვილებს ნებისმიერი სიტუაციისთვის მოამზადებს და ასწავლის ხერხებს, როგორ გადალახონ და გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს. ი
თხის რქა პასუხისმგებელი მამაა, ის შვილზე ზრუნვას ჯერ კიდევ მის დაბადებამდე იწყება, ეძებს მისთვის საუკეთესო საბავშვო ბაღს, პედიატრს და წინასწარ ყიდულობს მისთვის ათასგვარ სათამაშოებსა თუ მოვლის საუკეთესო საშუალებებს. თხის რქა არასოდეს აცხოვრებს თავის შვილს ვარდისფერი სათვალით, პირიქით, ყველა ცხოვრებისეულ დაბრკოლებას მასთან ერთად გაივლის და ასწავლის, როგორ შეიძლება სხვადასხვა გამოწვევასთან მარტივად გამკლავება.
ვერძივერძი მებრძოლი მამაა. ის ოჯახის ბურჯია, რომელიც ა საკუთარ პოზიციას არასოდეს თმობს და მზადაა ყველაფერი გვერდზე გადადოს ოჯახის კეთილდღეობის სანაცვლოდ.