თემურ მიქელაძე მშობლებს მიმართავს
1763399476
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა ქვეყანა დატოვა და უკან დაბრუნებაზე უარს ამბობს. შესაბამის განცხადებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი ავრცელებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა თითქოს ქვეყანა დატოვა და უკრაინაში დაბრუნებაზე უარს ამბობს. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი იმყოფება დაგეგმილ ოფიციალურ მივლინებაში, კერძოდ 17 ნოემბრის მდგომარეობით, ის მუშაობს აშშ-ში, სადაც მართავს სამუშაო კონსულტაციებს და შეხვედრებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ცენტრში აღნიშნავენ, რომ უმეროვი მუდმივ სამუშაო კონტაქტზე რჩება სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან, ასრულებს დასახულ ამოცანებს და განაგრძობს მუშაობას უსაფრთხოების, თავდაცვისა და ჰუმანიტარული პოლიტიკის საკითხებზე.
„ვთხოვთ მოქალაქეებს და მედიას, არ გაავრცელონ დაუდასტურებელი ცნობები, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და ემსახურება უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციების ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია საუბრების ჩანაწერები, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს საუბარიც არის. საქმეში ასევე ფიგურირებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის რუსტემ უმეროვის სახელი, რომელიც კორუფციულ სქემაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავად ბიზნესმენმა და სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელმა, ტიმურ მინდიჩმა საკუთარი სახლის ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინა დატოვა.
თემურ მიქელაძე მშობლებს მიმართავს
1763399476
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1763396131