ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის დავიწყება შეუძლებელია

წყვილი

ტყუპები

ფაქტია, რომ ტყუპების ხელში ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ეს არის საკუთარი თავის ხელსაყრელი მხრიდან წარმოჩენის უნარი და დადებითი ტემპერამენტი! აღნიშნული ნიშნის ადამიანები ფლირტის დროს სრულყოფილად იყენებენ მათ ხიბლს, ხდებიან არაპროგნოზირებადი. გარდა ამისა, ისინი ოსტატურად ირჩევენ თემებს საუბრისთვის, იციან სიტყვებით თამაში და პარტნიორის გულწრფელობამდე მიყვანა ორაზროვანი კითხვებით.

მორიელი

მორიელის ფლირტი ეფუძნება არა მხოლოდ ამ მრავალმხრივი პიროვნებების თანდაყოლილ მაგნეტიზმს, არამედ მანიპულატორის ზუსტ გათვლას! ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები კარგად ერკვევიან ფსიქოლოგიაში, ხშირად ხვდებიან სხვების მოსალოდნელ ქმედებებს და წინასწარ აგროვებენ ინფორმაციას. მორიელები ყოველთვის იდუმალებით არიან მოცულნი, რაც მათ პარტნიორს ყველაფერზე მეტად იზიდავს.

ლომი

ლომები მეფეები არიან ნებისმიერ საქმეში, რომლებსაც იღებენ, ხოლო ფლირტის საკითხებში ისინი ნამდვილ ღმერთებად გვევლინებიან. ამაში მათ ხასიათის მრავალფეროვნება, გამარჯვების სურვილი და შესანიშნავი გარეგნული მონაცემები ეხმარებათ. ლომს უყვარს საზოგადოებაში ბრწყინვა და ფლირტი. გარდა ამისა, მისი ჟესტები და სახის გამომეტყველება უნებლიე აღტაცებას იწვევს, რომლის დავიწყებაც ძალიან რთულია.