20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

სასურველია, გაითვალისწინოთ სხვათა მოსაზრებები, შეეცადეთ, თქვენი პოზიციების გასამყარებლად ახლობლების მხარდაჭერა მოიპოვოთ, თუმცა, გადაწყვეტილებები მიიღეთ თავად, ასე უფრო მოგებული დარჩებით.

კურო

დღევანდელი დღე დაგანახვებთ, თუ რამდენად სასარგებლო და მნიშვნელოვანია, არსებული კავშირები, რამდენად გიღირთ მისი გაგრძელება, აქვს თუ არა პერსპექტივა თქვენს ძალისხმევას.

ტყუპები

ძალიან შედეგიანი და წარმატებული დღეა. ნებისმიერ საქმეში შეძლებთ თქვენი ენერგიის სასიკეთოდ გამოყენებას .

კირჩხიბი

ნუ გადაიღლებით, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. საქმეს ადვილად გაუმკლავდებით თუ სხვებს დაიხმართ, ამით ხელს შეუწყობთ თქვენს ფსიქოემოციურ მდგრადობას და ჯანმრთელობას.

ლომი

ნუ იკამათებთ, შეეცადეთ, შეიქმნათ კომფორტული გარემო და მოუსმინოთ მუსიკას, ერიდეთ მხედველობის გადაღლას. კარგი იქნება ბუნების წიაღში სუფთა ჰაერზე გასეირნება, მეგობრული ურთიერთობები.

ქალწული

მოერიდეთ ინტრიგებსა და ავანტიურას, გაურკვეველი თემები მშვიდობიანი ხერხებით მოაგვარეთ, რთულ სიტუაციებში ნუ იჩქარებთ, დაუფიქრებლად რომელიმე ჯგუფის მხარდაჭერას, ამ ეტაპზე, ნეიტრალური პოზიცია მეტად მოგებიანია.

სასწორი

შესაძლოა, დაუგეგმავი სტუმრიანობა გახდეს თქვენი გაღიზიანების მიზეზი, რადგან გეგმების შეცვლა მოგიწევთ. შეინარჩუნეთ წონასწორობა და ნუ გადადებთ სამომავლოდ იმას, რაც აუცილებლად დღეს უნდა გააკეთოთ. გონივრული ქმედებით ყველაფერს დროულად მოაგვარებთ.

მორიელი

თუ სურვილი გექნებათ, დღეს ადვილად მოიპოვებთ ნებისმიერი ადამიანის ნდობას. შეეცადეთ, კარგად დაისვენოთ, ახლა ეს აუცილებელია.

მშვილდოსანი

ირგვლივმყოფ ადამიანებში, თქვენმა ქმედებებმა ეჭვი და უკმაყოფილება შეიძლება, გამოიწვიოს. ნუ გაამჟღავნებთ ბოლომდე თქვენს გეგმებს და იყავით უფრო თავდაჯერებული და მტკიცე.

თხის რქა

ნუ გაგიტაცებთ ილუზიები და ჯანსაღი თვალით შეხედეთ რეალობას, მოუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, ფიზიკურ და სულიერ ენერგიებს, რათა თავიდან აიცილოთ გამოფიტვა და გადაღლილობა.

მერწყული

ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ. შეეცადეთ, კონკრეტულად და გასაგებად, ნათლად ჩამოაყალიბოთ, რას მოითხოვთ მათგან, რათა თავი აარიდოთ სიტუაციის გართულებებს.

თევზები

შესაძლოა, გაგიჭირდეთ ამოცანის გადაჭრა, ახლა ამპარტავნების და ზედმეტი სიამაყის დრო არაა, მდგომარეობა სწორად შეაფასეთ და დახმარებისთვის სანდო ადამიანებს მიმართეთ. დრო გამონახეთ დასვენებისთვის.