ვისაც 2026 წელს დაოჯახება სურს - ფენ-შუის სპეციალისტის რჩევა

გაცნობა დაოჯახება

ვისაც 2026 წელს დაოჯახება სურს - ფენ-შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი საინტერესო და მარტივ რიტუალს გვთავაზობს.

2026 წელს, ვისაც დაოჯახება უნდა, არის ასეთი სექტორი, ჩრდილო აღმოსავლეთი, კომპასით ზუსტად უნდა ნახონ და სასიყვარულო სურვილი დაწერონ. აიღეთ წითელი კონვერტი, რომელიც სურვილებს აორმაგებს. როდესაც ის ადამიანი კონვერტს თავად გააკეთებს და სურვილი სიყვარულთან დაკავშირებულია, შეუძლია გული დაახატოს - ეს სიმბოლო ჩვენს ქვეცნობიერში არის სიყვარულის სიმბოლოდ. უნდა დაწეროს სურვილი, როგორი სიყვარული სურს მას და როგორი უნდა იყოს იყოს ის პიროვნება, რომელიც უნდა გაიცნოს. ეს ადამიანი უნდა შევქმნათ: ადამიანი, რომელიც მე ვნახე, გამოიყურება ასე და ასე, არის რეალიზებული, ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, 2026 წელი იყო იღბლიანი, იმიტომ, რომ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. მადლიერი ვარ სამყაროსი, ვუშვებ ყველაფერს უარყოფითს, პირადში რაც მქონდა და ამას ვინახავთ ჩრდილო აღმოსავლეთ სექტორში ერთი წლით. 

ყოველ წელს მადლიერება უნდა მოვიხადოთ. გოგონები, წელს, შარშანდელ სურვილებს გამოიტანენ, წაიკითხავენ და მადლიერებით დაწვავენ. სხვათა შორის, ფენ-შუი ძალიან სწრაფად, 2-3 თვეში იწყებს მუშაობას. ისეთი სურვილები უნდა დაწეროთ, რომელიც წარმოგიდგენიათ და თქვენს ტანზე მოირგეთ“, - ამბობს თიკა ქოქაშვილი.