„თქვენ ხართ მთავარი მოქმედი პირი, რომელსაც ეწყება ვარსკვლავური დრო“ - რომელ ზოდიაქოს ნიშანზე საუბრობს მიხეილ ცაგარელი

ცაგარელი

 20 რიცხვიდან დედამიწა გადადის  დადებით ენერგოველში, რის შედეგადაც მოიმატებს კეთილგანწყობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი წავა უკეთესობისკენ. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ქირურგიული ჩარევები უმჯობესია 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე დაგეგმოთ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

 მიმდინარე კვირაში კი გვაქვს გეომაგნიტური დღეები - სამშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. თუ ამ დღეებში თავს ცუდად გრძნობთ მიაქციეთ წნევას ყურადღება.

„21 ნოემბერს ხუთშაბათს პლანეტა იუპიტერის დღეა, ეს არის მმართველი მშვილდოსნის და გამარჯვების პლანეტა - მზე 1 თვით გადადის ზოდიაქოს ნიშანში და ახლა იწყება თქვენი დრო. იგიზგიზებს ენერგია და აუცილებლად დაგეტყობათ. მოიმატებს მოგზაურობა და სპორტული აქტივობები. თუმცა ეცადეთ არ იყოთ სულსწრაფები და არ ხარჯოთ ფული ზედმეტად, ასევე მოიმატებს სარკაზმი და ეგოიზმი და იყავით ფრთხილად“, - ამბობს ასტროლოგი.